კახა კალაძე: "დღეს პაოლო მალდინის ვესაუბრე"

გუშინ "მილანის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ მალდინისა და მის ვაჟს კორონავირუსი აღმოაჩნდათ. მამა-შვილი, საბედნიეროდ, "როსონერისთან" ბოლოს მარტის დასაწყისში იმყოფებოდნენ. როდესაც მათ სიმპტომები შეამჩნიეს, თვითიზოლაციაში მოექცნენ.

მომხდარს "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და ყოფილი თანაგუნდელის, პაოლო მალდინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"როგორც იცით, პაოლო მალდინი მის შვილთან ერთად კორონავირუსითაა დაავადებული. დღეს მქონდა კომუნიკაცია და ის უკეთესად გრძნობს თავს. იტალიაში მთელი საზოგადოება შეშინებულია, საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. მილანი და მილანის შემოგარენი, ლომბარდიის რეგიონი მთლიანად არის დაკეტილი. შეიძლება, ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ რეგიონშია", – განაცხადა კალაძემ.



300 ლარი ბონუსი პირველ დეპოზიტზე დარეგისტრირდი და მიიღე საჩუქარი ეხლავე WwW.MELBET.GE.



კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen

სიახლეები

გამოკითხვა

რომელი გუდი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

X